ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ნინო წილოსანი – მიშას ერთგული "ნაციონალები" მიშასგან გამდგარ "ნაციონალებს" ებრძვიან, 2024 წლის არჩევნებზე "ახალმა"და "ნაციონალური მოძრაობისგან" გამდგარმა წევრებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ზურგში დანა ჩაარტყეს 09.09.2026 13:33

2024 წლის არჩევნებზე „ახალმა“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამდგარმა წევრებმა სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ზურგში დანა ჩაარტყეს. ვგულისხმობ იმ დაფინანსებას, რომელიც, სააკაშვილის მითითებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უნდა წამოსულიყო, თუმცა პარტია „ახალმა“ საკუთარი ინტერესებისთვის აითვისა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

 

წილოსანის თქმით, ერთმანეთის მიმართ არაკეთილსინდისიერებამ გამოიწვია ის პროცესები, რაც ახლა ოპოზიციურ პარტიებში მიმდინარეობს.

 

 

„ფაქტია, რომ მიშას ერთგული „ნაციონალები“ მიშასგან გამდგარ „ნაციონალებს“ ებრძვიან. ვერ ვიტყვი, რომ ამის საფუძველი არ აქვთ, რადგან 2024 წლის არჩევნებზე პარტია „ახალმა“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამდგარმა წევრებმა სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ზურგში დანა ჩაარტყეს. ვგულისხმობ იმ დაფინანსებას, რომელიც, როგორც ჩანს, სააკაშვილის მითითებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უნდა წამოსულიყო, თუმცა პარტია „ახალმა“ საკუთარი ინტერესებისთვის აითვისა და შედეგიც სახეზე იყო. ორივე მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატზე ისხდნენ, თუმცა პარტია „ახალს“ გაცილებით მაღალი პროცენტული მხარდაჭერა 2024 წელს აღმოაჩნდა. ეს ძალიან ხელოვნური და იმ დაფინანსებით გამოწვეული იყო, რომელიც „ნაცმოძრაობას“ იმ ადამიანების გადაბირებით და თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის მომხრობით წაართვა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, ეს შედეგი მოგვცა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა – ერთმანეთის მიმართ არაკეთილსინდისიერებამ, იმ უნამუსობამ და ამორალობამ, რომელსაც ერთმანეთს უწუნებენ, საბოლოო შედეგიც გამოიღო და ახლა ამ ყველაფრის ზედაპირზე ამოტანას ვხედავთ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ