პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
GE EN RU
შალვა პაპუაშვილი – ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით როგორც კი დაისვა სერიოზული კითხვები, ყველამ, ვინც ჩვენება მისცა, თქვა, რომ ვართ ჭორიკნები და ვჭორაობდით ჩვენთვის 11.09.2026 15:28

ყველას, ვინც ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე ჩვენება მისცა, უნდა ამ ჭორაობაზე ხალხი აანერვიულოს, შეთხზას კონსპირაციები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით როგორც კი დაისვა სერიოზული კითხვები, ყველამ თქვა, რომ არანაირი მტკიცებულება არ უნახავს და ეს იყო ჭორაობა.

 

„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვყო სამართლებრივი საკითხები, რომლებსაც სჭირდება სამართლებრივი პასუხები. აქ ჩემი დამოკიდებულება და კომენტარიც ეს არის. „ასავალ-დასავალი" ცალკე მოვლენაა, მათ შორის, თვითმკვლელობის თემასთან დაკავშირებით. ეს აჩვენებს ამ მედიის მორალურ სახეს, როდესაც ადამიანის ბოდვა აქციეს საკუთარი პროპაგანდის იარაღად. დღეს გამოდიან და ამბობენ, მგონი, რედაქტორია „ასავალ-დასავალის", არანაირი მტკიცებულება არ მინახავსო. გამოდიან და გარდაცვლილი ადამიანის სახელით ბრალს უყენებენ ადამიანებს თუ ხელისუფლებას. ამ პროცესმა ყველაზე კარგად დაგვანახვა, თუ რა უნარი აქვს მედიას. შეუძლია, აბსოლუტური ბოდვა ისე წარმოაჩინოს, საზოგადოება აალაპარაკოს და ვიღაცა დააჯეროს, რომ თავადაც ცინიკურად ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს არის ბოდვა. საქმე საქმეზე როგორც კი მიდგა, სერიოზულად დაისვა კითხვები, გამოდიან და თავადვე ამბობენ, რომ არიან ჭორიკნები. ყველა იმ ადამიანმა, რომელმაც ჩვენება მისცა, პოლიტიკოსმა თუ ჟურნალისტმა, თქვა, რომ ვართ ჭორიკნები და ვჭორაობდით ჩვენთვის. უნდათ, ამ ჭორაობაზე ხალხი აანერვიულონ, შეთხზან კონსპირაციები. ეს არის მნიშვნელოვანი მაგალითი იმისა, რომ ვიცოდეთ, მედია არის სასტიკი იარაღი, რომლითაც შეიძლება, ადამიანებს აბსოლუტური ბოდვა წარმოუდგინონ, როგორც ჭეშმარიტება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ