სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
GE EN RU
პრემიერი - თქვეს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები იყო არაკეთილსინდისიერად გაწეული და თითქოს აქედან მოიპარეს ფული, პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა 14.09.2026 23:51

 

პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში დებატებისას ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას კითხვას, რომელიც კულტურის ყოფილ მინისტრ თიკა რუხაძის მიერ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების არამიზნობრივად დახარჯვის საკითხს შეეხებოდა. 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება. 

 

„თქვეს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები იყო არაკეთილსინდისიერად გაწეული და აქედან თითქოს მოიპარეს ფული. პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა. ეს არის პირველადი ინფორმაცია. კიდევ უფრო მეტად ჩავყვები და დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით წარვუდგენთ საზოგადოებას", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ