ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
GE EN RU
პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა 16.09.2026 12:39

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა.

 

კენჭისყრამდე რეგისტრაცია გაიარა 97-მა დეპუტატმა, ბორაშვილს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი - არცერთი.

 

ცნობისთვის, სუს-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა 14 სექტემბერს დატოვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ახალი ხელმძღვანელის პოსტზე თამაზ ბორაშვილი წარადგინა.

 

„ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში თამაზ ბორაშვილი იქნება პირველი კარიერული წარმომადგენელი, რომელიც დაიკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელის თანამდებობას", - აღნიშნა წარდგენისას ირაკლი კობახიძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ