ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
GE EN RU
პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანებას მხარი დაუჭირა 16.09.2026 17:39

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთი წინააღმდეგი, მხარი დაუჭირა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანებას.

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონპროექტთა პაკეტი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.

 

ცვლილების თანახმად, ორი სახელმწიფო უწყება - რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ უწყებად - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ ჩამოყალიბდება.

ამასთან, უქმდება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ