ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
GE EN RU
გურამ მაჭარაშვილი – "ფარას" კანონის გამკაცრება თუ სჭირდება აშშ-ს, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭიროა გამჭვირვალობის კანონი საქართველოსთვის, რომელიც ბევრი ქვეყნის ინტერესთა გადაკვეთის ობიექტია 17.09.2026 19:35

ამერიკაში „ფარას" გამკაცრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ნაბიჯები აბსოლუტურად სწორი იყო, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, 2023 წელს „ხალხის ძალის" მიერ დაინიცირებული კანონპროექტი, რომელიც შემდეგ პარლამენტმა ამერიკული „ფარას" ანალოგის სახით მიიღო, ოპოზიციამ და უცხოურმა ძალებმა მაინც დაიწუნეს.

 

„მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ 2023 წელს ჩვენ დავაინიცირეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, თუმცა შემდგომ მივიღეთ ამერიკული „ფარას" ანალოგი, რომელიც ასევე დაიწუნეს უცხოურმა ძალებმა და ქართულმა ოპოზიციამ. ასეთი კანონი თუ სჭირდება ისეთ ქვეყანას, როგორიც ამერიკაა, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭიროა ის საქართველოსთვის, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრი ქვეყნის ინტერესების გადაკვეთის ობიექტია", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

შეგახსენებთ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „კანონები ავალდებულებს ფიზიკურ პირებს, დარეგისტრირდნენ უცხოელ აგენტებად, როდესაც ისინი აშშ-ში მოქმედებენ უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებით და კონტროლით". ამასთან, კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ მოამზადა „ფარას" გამკაცრების კანონპროექტი, რომელიც შესაძლოა, ინფლუენსერებზეც გავრცელდეს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ