პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
GE EN RU
საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ელჩები, ასევე გერმანიის საელჩოს პირველი მდივანი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში იმყოფებოდნენ 18.09.2026 19:51

 

საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ელჩები, ასევე გერმანიის საელჩოს პირველი მდივანი, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში იმყოფებოდნენ, რათა პატივი მიეგოთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მსხვერპლთა ხსოვნისთვის. ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დიპლომატიური სექტორის წარმომადგენლებმა ის ადგილები მოინახულეს, რომლებიც ადგილობრივი საზოგადოების გამძლეობისა და მედეგობის სიმბოლოს წარმოადგენს.

„ელჩებმა აღნიშნეს, რომ აგვისტოს ომის ტრაგედია არ უნდა მიეცეს დავიწყებას, და კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

მათ ის სამი ადგილი მოინახულეს, რომლებიც ადგილობრივი საზოგადოების გამძლეობისა და მედეგობის სიმბოლოს წარმოადგენს.

ერგნეთის ომის მუზეუმი, რომელიც ინახავს ემოციურ პირად ისტორიებსა და ექსპონატებს და ასახავს ომის უმძიმეს შედეგებსა და ადამიანურ ტრაგედიას;

ნიქოზის კლდეზე ცოცვის კლუბი, რომელიც კონფლიქტით უშუალოდ დაზარალებული ახალგაზრდებისთვის ქმნის განვითარების შესაძლებლობებსა და უსაფრთხო, გარემოს;

ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია, სადაც შევხვდით მეუფე ისაიას. საკათედრო ტაძრის კომპლექსი, რომელიც ომის შედეგად მიყენებული ნგრევის შემდეგ მისი ხელმძღვანელობით აღდგა, დღეს გამძლეობის, რწმენისა და საზოგადოების ერთიანობის სიმბოლოა;

2008 წლის აგვისტოს მოვლენები არ უნდა დაგვავიწყდეს. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გაგრძელება და ამ ტერიტორიებზე სამხედრო ძალების განგრძობითი ყოფნა კვლავ საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ხლეჩს ადგილობრივ თემებს.

ჩვენი გზავნილი დღეს მკაფიოა: ეს ვიზიტი განხორციელდა ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების" დროს, რომელთა შედეგებს ჩვენ არ ვაღიარებთ. რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ხსოვნა მხოლოდ წარსულის გახსენებას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს იმ ადამიანების გვერდით დგომას, რომლებიც ყოველდღიურად აგრძელებენ ოკუპაციის შედეგებთან ერთად თანაცხოვრებას", - წერს საფრანგეთის საელჩო.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ