24.09.2026 15:42
ორმაგი სტანდარტის პოლიტიკა გრძელდება. ევრობიუროკრატიას როცა აწყობს, შეუძლიათ, თვალი დახუჭონ აშკარა მოცემულობაზე კონკრეტულ პირებთან მიმართებით, რადგან ეს მათ ინტერესებში შედის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა რუსი ბიზნესმენების სასანქციო სიიდან ამოღებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, ევრობიუროკრატიის ინტერესი როცა არის საქართველოს დასჯა, სიმართლეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
„ეს ორმაგი პოლიტიკა არის დამანგრეველი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის და სკეპტიციზმის გამაღრმავებელი, რაც ევრობიუროკრატიიდან მომდინარეობს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ევროკავშირმა რუსი ბიზნესმენები, ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი რუსეთის სასანქციო სიიდან ამოიღო.