24.09.2026 17:40
დღეს, ევროკავშირის საელჩოს განცხადებიდან როგორც გავუგეთ, ალბათ, დიალოგის აღდგენა დედის გინებით უნდათ, სამწუხაროდ, დღეს, ევროკავშირთან ასეთ ფორმატში ვართ, როცა ევროკავშირის ელჩი გვეუბნება, რომ დედის გინება ქართული კულტურული მემკვიდრეობა და გამოხატვის თავისუფლებაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როცა ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციები რადიკალიზმის მხარდაჭერას თავს დაანებებენ, იმ მომენტშივე აღმოჩნდება ურთიერთობების აღდგენის გზა.
„არ ვიცი, თუ პოლონეთში, მის სამშობლოში, დედის გინება ჩვეულებრივი რამეა, საქართველოში ასე არ არის და ისე უნდა მოიქცეს, როგორც საქართველოს ეკადრება. რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობის აღდგენას, როგორც კი, ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციები რადიკალიზმის მხარდაჭერას თავს დაანებებენ, იმ მომენტშივე აღმოჩნდება ურთიერთობების აღდგენის გზა. დღეს, ამ ურთიერთობაში ბარიერად რადიკალიზმი დგას, რომელიც წახალისებული და დაფინანსებულია ევროკავშირის სხვადასხვა ფონდის მხრიდან, მათ შორის პოლიტიკური განცხადებებით. დღეს, ევროკავშირის ელჩმა პირდაპირ და საჯაროდ წაახალისა დედის გინება საქართველოში. ლამის, ეს კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში გამოიყვანა. როგორც კი, რადიკალიზმის წახალისება მორჩება, ავტომატურად და ბუნებრივად აღდგება ურთიერთობები, რადგან რადიკა