27.09.2026 12:34
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქვეყნის გამთლიანების, ასევე, აფხაზებთან და ოსებთან ერთიან სახელმწიფოში თანაცხოვრების ერთადერთი გზა შერიგებაა.
მისი შეფასებით, ოპოზიციონერი ლიდერების არჩეული კურსი მტრობასა და "იარების გახსნაზეა" მიმართული.
"როცა ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე, როცა ვსაუბრობთ ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრებაზე და ერთიან სახელმწიფოზე - ჩვენი გზა არის შერიგების გზა. ჩვენი გზა არის გზა, რომელიც აუცილებლად გადის სინანულზე იმ დაპირისპირების გამო, რომელიც ჩვენ შორის იყო. ეს არის, შერიგება ასე ხდება.
მეორე გზა არის იმ მტრობის გზა, რომელიც არჩეული აქვს მიხეილ სააკაშვილს, ბარამიძეს, გვარამიას, ჩერგოლეიშვილს და ვხედავთ ხომ მათი პოლიტიკა რა არის - მათი პოლიტიკა არის იარების გახსნა, მათი პოლიტიკა არის ის, რომ ჩვენ ის უთანხმოებები, რომელიც შეიძლება არსებობდეს ან ის, რაც გვქონდა 90-იან წლებში, მოვიშუშოთ ეს იარები და გავიხედოთ წინ. ამ იარების მოშუშება ურთიერთსინანულისა და ურთიერთშენდობის გარეშე არის შეუძლებელი. ჩვენი გზა არის მშვიდობის გზა, ხოლო მათი გზა არის მტრობის და ომის გზა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.