ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2026
GE EN RU
რა უფლება აქვს შალვა პაპუაშვილს, სექტანტებს შეურაცხყოფა მიაყენოს - დოროთე ყურაშვილი 27.09.2026 16:02

 

წარმოიდგინეთ, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ქვეყანაში, ვინც პროტესტზეა, იმათ სატანისტებს ეძახის, სექტანტებს ეძახის. სექტანტებს! ანუ, პაპუაშვილი წყვეტს, ვინ არის სექტანტი და ვინ არის მართალი, - ამის შესახებ დოროთე ყურაშვილმა ქადაგებისას განაცხადა.

ის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, „რა უფლება აქვს სექტანტებს შეურაცხყოფა მიაყენოს".

„ხომ დაღუპულია ის ქვეყანა. ვინ არის სექტანტი, ამას ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. თუნდაც რომ სექტანტი იყოთ და მე ქურუმი ვიყო, როგორც მათ მიწოდეს, რა უფლება აქვს შალვა პაპუაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სექტანტებს შეურაცხყოფა მიაყენოს", - განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.

აღნიშნულ საკითხზე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ