ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ირაკლი ფავლენიშვილი – მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ტყვე, ქართული ორგანიზაციებიც არ უნდა იყვნენ გამონაკლისები 27.09.2026 16:25

 

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, სამწუხაროა, რომ მათ შორის ასეთ ორგანიზაციებსაც ერთი პერიოდი ჰქონდათ ანტიმიშაფობია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ მიხეილ სააკაშვილის სახელის პოლიტიკური პატიმრების სიაში შეტანასთან დაკავშირებით განაცხადა.

„სადაც მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ტყვე, საუბრობენ მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე, მოწამვლაზე, წამებაზე, საუბრობს Amnesty International-ი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ქართული ორგანიზაციებიც არ უნდა იყვნენ გამონაკლისები", - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" პატიმართა ანალოგიური სია ადრეც მოამზადა, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი შეყვანილი არ იყო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღნიშნული გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა გააკრიტიკა. „სრულიად სამარცხვინოდ, „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ" არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში. იმედია, გამოჩნდებიან პატიოსანი არასამთავრობოებიც, რომლებიც ამ უსამართლობაზე ხმას ამოიღებენ" ,- დაწერა სოციალურ ქსელში სააკაშვილმა.

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ