27.09.2026 22:06
ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ლევილის მამული იმისათვის, რომ ფართო საზოგადოებას, მათ შორის, ჩვენს უცხოელ მეგობრებს გავაცნოთ საქართველოს კულტურა, იდენტობა და ისტორია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში - „იმედის კვირა" განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ლევილს თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
„მე მახსოვს, 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც დაიწყო დისიდენტური მოძრაობა, ფართო საზოგადოებამ გაიგო ლევილის შესახებ და მას შემდეგ ქართული საზოგადოებისთვის ლევილი არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება ინახავდნენ ქართველები ათწლეულების მანძილზე ოცნებას თავისუფლების შესახებ, დამოუკიდებლობის შესახებ.
მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება ლევილის მამულს ქართველებისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ემიგრანტებისთვის და არამხოლოდ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ლევილის მამული იმისათვის, რომ ფართო საზოგადოებას, მათ შორის, ჩვენს უცხოელ მეგობრებს გავაცნოთ საქართველოს კულტურა, იდენტობა და ისტორია,"- აღნიშნა პრემიერმა.