ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
GE EN RU
კახა კალაძე – კვლევა არ სჭირდება იმას, რომ ადამიანებმა განსაზღვრონ, რა ხდება პოლიტიკურ ველზე, რომელ პარტიას აქვს საზოგადოების მხარდაჭერა 29.09.2026 13:41

კვლევა არ სჭირდება იმას, რომ ადამიანებმა განსაზღვრონ, რა ხდება პოლიტიკურ ველზე, რომელ პარტიას აქვს საზოგადოების მხარდაჭერა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

კახა კალაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა IRI-ის კვლევის შედეგებზე გავრცელებულ ინფორმაციაზე და აღნიშნა, რომ ოპოზიციის შედეგები მათმა არასახელმწიფოებრივმა ქმედებებმა განსაზღვრა.

 

„კვლევაც არ სჭირდება იმას, რომ ადამიანებმა განსაზღვრონ, რა ხდება პოლიტიკურ ველზე, რომელ პოლიტიკურ პარტიას აქვს საზოგადოების მხარდაჭერა. როდესაც შენს ქვეყანას არ ემსახურები, შენი ქმედებები განპირობებულია გარედან მიღებული დავალებებით, ხალხის მხარდაჭერა არ გექნება. ოპოზიციად წარმოდგენილი ადამიანები, რეალურად, არიან აგენტურის წარმომადგენლები. ცდილობენ, საქართველოში თავიანთი პატრონების ინტერესები გაატარონ. ეს არ გამოუვათ, ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს და იღებს სწორ გადაწყვეტილებას", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ სლაიდს, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას" 36 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას" - 5%, 2-2% აქვთ: იაგო ხვიჩიას პარტია „გირჩს", ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის" და პარტია „ახალს", 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის" და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი - მეტი თავისუფლება", „სტრატეგია აღმაშენებელს" და „ხალხის პარტიას". რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო" და „ფედერალისტები".

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ