06.10.2026 12:15
მმართველი გუნდის დეპუტატი თორნიკე ჭეიშვილი მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილს აფასებს.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, განცხადებები, თითქოს 4 ოქტომბრის პროტესტი მშვიდობიანი იყო, გაქარწყლებულია.
„ამ ფსევდორევოლუციურმა პროპაგანდამ სრული კრახი განიცადა და ის განცხადებები, ვითომ საქმე გვქონდა რაღაც ტიპის მშვიდობიან პროტესტთან, რასაკვირველია, აბსოლუტურად გაქარწყლებულია, რადგანაც ვხედავთ აღიარებით ჩვენებებს შესაბამისი ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების მხრიდან.
ახლა თუ ვინმე ცდილობს, იხტიბარი არ გაიტეხოს, რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ღიმილის მომგვრელი, იმიტომ რომ ფართო საზოგადოებამ საკუთარი თვალით ნახა, საკუთარი ყურით მოისმინა მათი ნამოქმედარი, მათ აღიარებები", - აცხადებს ჭეიშვილი.