სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
რომან გოცირიძე – როგორც ამბობენ, ნანა ყეინიშვილი დაპირისპირებულია ნათია თურნავასთან, ყეინიშვილი მოქმედებს მარტო, ამაში ეჭვიც არ მეპარება 13.10.2026 11:53

როგორც ამბობენ, ნანა ყეინიშვილი დაპირისპირებულია ნათია თურნავასთან, ყეინიშვილი მოქმედებს მარტო, ამაში ეჭვიც არ მეპარება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ BMGTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს, ნანა ყეინიშვილს რაღაც ვიწრო ინტერესები აქვს.

„ნანა ყეინიშვილი მოქმედებს მარტო. ამაში ეჭვიც არ მეპარება. მას ეტყობა, რაღაც ვიწრო ინტერესი თუ დიდი ინტერესი აქვს. როგორც ამბობენ, დაპირისპირებულია ნათია თურნავასთან. ყეინიშვილმა ვის გადაურბინაო, რომ ამბობენ, გადაურბინა იმას, ვისაც მისი ადგილი უნდა და იმას გააგდებენ, ვიღაცას ჩასვამენ. ეს კიდევ სხვა საკითხია. კი, ველოდები ნანა ყეინიშვილის იმპიჩმენტს. რა თქმა უნდა, მოქმედებდა მარტო, მაგრამ როდესაც ნათია თურნავა ამბობს, რომ ყეინიშვილი მარტო მოქმედებდა - ახლა გაიგო?! ანუ სუს-ის ჩანაწერი და ეს საკითხი უკვე ეროვნულ ბანკში სცოდნიათ...", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურამ 9 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე, სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის უკანონო მონაწილეობის ფაქტზე ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო.

9 ოქტომბერსვე ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ გამოძიების დასრულებამდე, ასევე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე ბანკის საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და ნანა ყეინიშვილი საბჭოს გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესს ჩამოაშორა.

ამასთან, სებ-ში აღნიშნეს, რომ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობა მის საკურატორო მიმართულებას არ განეკუთვნებოდა და ამიტომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე გავლენა არ ჰქონდა.

ნანა ყეინიშვილი ევროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტმა 2023 წლის სექტემბერში საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარდგინების საფუძველზე დაამტკიცა.

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ