სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ყადაღას არ დაექვემდებარება მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება და ბავშვის მოვლის გამო გასაცემი ფულადი დახმარება 13.10.2026 15:49

 

საქართველოს პარლამენტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა.

ცვლილების თანახმად, ყადაღას არ დაექვემდებარება და შედეგად აღსასრულებლად არ მიექცევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობით.

საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და  ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განსაზღვრულია ჯამურად არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით.

ამდენად, საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემთხვევაში, მოვალე ორსულის/მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, ხელშეუხებელი იქნება სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ