სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ირაკლი ქადაგიშვილი: გაფართოების პოლიტიკაში დაშვებული იქნა ისეთი უხეში შეცდომები, რომელიც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიას საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აყენებს 13.10.2026 16:29

 

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გაფართოების პოლიტიკაში დაშვებულ იქნა ისეთი უხეში შეცდომები, რომელიც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიას საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აყენებს.

„გაფართოების პოლიტიკაში დაშვებული იქნა ისეთი უხეში შეცდომები, რომელიც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიას საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აყენებს. ალბათ, ის მოცემულობა, რეალობა, რომელსაც ხედავს საკმაოდ ბევრი ევროპული ქვეყანა, საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს ევროკავშირის პოლიტიკაზე და არ დარჩება ევროკომისიის იმ ჩინოვნიკების რიტორიკის დონეზე, რომლებმაც არასწორი პოლიტიკა აწარმოვეს საქართველოსთან მიმართებით.

დამარცხდნენ ამ არასწორი პოლიტიკის, ასე ვთქვათ, წარმოებისას და დღეს რა თქმა უნდა, ბუნებრივია, უჭირთ ამ გემის შემოტრიალება დიალოგისკენ, ხელის და ნაბიჯის გადმოდგმა, ისევ ლაპარაკობენ ზეწოლის გაძლიერებაზე და ისევ არიან დარჩენილი იმ ნარატივში, რომ უკრაინამ გაგვასწრო და მოლდოვა ეკონომიკური აღმავლობის გზაზე დგას. ასე რომ, ამ ნარატივით, რა თქმა უნდა, მათი პოლიტიკა კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შევა", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ