ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
მაკა ბოჭორიშვილი აბუ დაბიში კონფერენციაში Raisina Middle East-ი მიიღებს მონაწილეობას 14.10.2026 13:31

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 14-15 ოქტომბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში Raisina Middle East-ი, რომელიც ორგანიზებულია არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების და ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის - Observer Research Foundation-ის მიერ.

 

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში თემაზე: „მდგრადობა, პარტნიორობა და მომავლის გზა: ყურის რეგიონის სტრატეგიული მომავალი".

 

ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.

 

ასევე დაგაინტერესებთ