16.10.2026 17:34
ხვალინდელ სხდომაზე ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე საკითხების განხილვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიური საკითხი და რაიმე სიურპრიზი.
„განიხილება მიმდინარე საკითხები. ეს იქნება როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა. ამ შეხვედრების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერმა.
პარტია „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა 17 ოქტომბერს გაიმართება.