კვირა, 18 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ირაკლი კობახიძე – ემბარგოს საკითხზე გრძელდება მუშაობა, იმედი გვაქვს, მალე მოხერხდება ამ გადაწყვეტილების შემოტრიალება 17.10.2026 16:28

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხდებით, საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას რუსეთის მიერ ზოგიერთ პროდუქციაზე ემბარგოს დაწესების საკითხზე.

კობახიძის თქმით, იმედი აქვს, რომ საკითხის გადაწყვეტა მოხერხდება.

„ემბარგოს საკითხზე გრძელდება მუშაობა, ვერკვევით საკითხში და იმედი გვაქვს, რომ მალე მოხერხდება ამ გადაწყვეტილების შემოტრიალება", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, „როსპოტრებნადზორმა" ზოგიერთი სახეობის ქართული ღვინისა და მინერალური წყლის, ასევე „კოკა-კოლას" იმპორტი და რეალიზაცია აკრძალა.

 

ასევე დაგაინტერესებთ