შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ელჩს, წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის აღიარების ნიშნად "განსაკუთრებული მიღწევების ჯილდო" გადასცა 24.10.2026 13:59

არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხმა აბდულა ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ჯანჯღავას „განსაკუთრებული მიღწევების ჯილდო" გადასცა.

ინფორმაციას ამის შესახებ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, გიორგი ჯანჯღავას ჯილდო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს შორის საქართველოს საელჩოს გამორჩეული საქმიანობის, ინოვაციური მიღწევებისა და სხვადასხვა სფეროში სამინისტროსთან წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის აღიარების ნიშნად გადაეცა.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ