27.10.2026 19:35
ყველას ვურჩევთ და მოვუწოდებთ, რომ თავი დაანებონ ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევას, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ
ლევან მახაშვილმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საუბრისას „დღის ქრონიკაში" განაცხადა.
„არაერთხელ გვინახავს - როდესაც შიგნით არაფერი აქვთ საპასუხოდ, მით უმეტეს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში არაფერი აქვთ სათქმელი, ისევ უცხოურ განცხადებებს იყენებენ საკუთარი უნიათობის გადასაფარად. რა თქმა უნდა, იქნება მოლოდინები, რომ გააკეთებინებენ საკუთარ პატრონებს განცხადებებს, მაგრამ მკაფიოა ერთი რამ - საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არა საგარეო პოლიტიკური კონიუნქტურით ნაკარნახევი, არამედ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად", - განაცხადა მახაშვილმა.