Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/banner_carusel.php on line 27
Geotimes - სიახლეები
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ანდრია ჯაღმაიძე: სამორინეებთან დაკავშირებული ინიციატივისგან საპატრიარქო განზე ვერ დადგება 28.10.2026 19:29

 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის კომენტარს სამორინეებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, საპატრიარქო სოციალურ სელში ავრცელებს.
დეკანოზის განცხადებით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა საპატრიარქოსთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა, თუმცა საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება.

" საქართველოს საპატრიარქო 2017 წლიდან დაწყებული იმ პროცესის უშუალო ინიციატორი და ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო, რომელიც აზარტული თამაშების სფეროში რეგულაციების შემუშავებასა და დაწესებას ისახავდა მიზნად.
ამ საკითხზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საპატრიარქოს მხრიდან პროცესს ხელმძღვანელობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III , იმჟამად - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. ჩატარდა არაერთი კვლევა, შეგროვდა და გაანალიზდა სტატისტიკური მონაცემები, რომელთა შედეგებიც საზოგადოებას გავაცანით. საბოლოოდ, ხელისუფლებამ მიიღო რეგულაციების მთელი პაკეტი, რაც მეტად მისასალმებელი იყო.
რაც შეეხება ამჟამინდელ საკანონმდებლო ინიციატივას, ის ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა.
ჯერჯერობით საპატრიარქოში აღნიშნულ საკითხზე ფართო მსჯელობა არ გამართულა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება.
გავეცანით სახალხო დამცველის პოზიციას და პირადად მე მის არგუმენტებს დიდწილად ვიზიარებ.
იმედს ვიტოვებთ, რომ კანონპროექტის ინიციატორებთან დიალოგი სასიკეთო შედეგს გამოიღებს", - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

შეგახსნებეთ, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნება.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ