პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ალი ასადოვის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა 30.10.2026 20:31

 

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ალი ასადოვის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გააცილა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა, სადაც ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს.

ალი ასადოვმა ასევე თბილისში სასტუმრო ART Riverfront-ის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ