02.11.2026 14:08
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის დანაშაულს ვინც აღიარებს, საპატიმროდან გათავისუფლდება და ეს სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანური აქტია.
ჭეიშვილის თქმით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მსგავსი ქმედებები, რაც 4 ოქტომბერს ვიხილეთ, მიუღებელია.
„4 ოქტომბრის დანაშაულს ვინც აღიარებს, შეწყალებული იქნება და საპროცესო გაუფორმდება. ანუ, ეს ადამიანები საპატიმროებიდან გარეთ გამოვლენ. ამ ადამიანების აღიარებით ჩვენებაზე ჩვენ მიერ ჰუმანური აქტი იქნება გამოცემული. ჩვენ სიტყვას ვასრულებთ, რადგან პრემიერისა და პრეზიდენტის განცხადება იყო, რომ აღიარებითი ჩვენების შემთხვევაში ადამიანები ციხეებიდან იქნებიან გათავისუფლებული. ვფიქრობ, ამ ადამიანებმა გაითავისეს, რომ დანაშაული იყო, რასაც აკეთებდნენ და ეუბნებოდნენ თავიანთი დამკვეთები - პაატა ბურჭულაძე და მასზე ზემდგომები. ეს პროცესი არასწორი და არასწორად მართული იყო. სახელმწიფოს წინააღმდეგ მსგავსი ქმედებები არ უნდა ჩაიდინო. აღიარებით ჩვენებაშიც ამავეს საუბრობენ და ახლა იმას ვასრულებთ, რასაც მათ შეწყალების თვალსაზრისით დავპირდით", - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.