სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ირაკლი კობახიძე - საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის და პირიქით, ეს არის კანონი, რომელიც მტკიცედ იცავს ჩვენს სუვერენიტეტს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს 03.11.2026 21:53

საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის და პირიქით, ეს არის კანონი, რომელიც მტკიცედ იცავს ჩვენს სუვერენიტეტს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, „ევრონიუსის" ჟურნალისტი სათანადოდ ინფორმირებული არ იყო აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით და იგივე ხდება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდანაც.

 

„სამწუხაროდ, არ იყო ჟურნალისტი სათანადოდ ინფორმირებული და იგივეს ვხედავთ ხოლმე ჩვენ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდანაც. ეს შეიძლება იყოს იმის შედეგი, რომ სათანადო ცოდნა, ინფორმაცია არ აქვთ, შესაძლოა, შეგნებულად აკეთებდნენ ამ ყველაფერს. მთავარია, საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში. გარკვეულ ეტაპზე ამ სამარცხვინო კამპანიამ თავის შედეგს მიაღწია, საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე მოახდინა ზემოქმედება, თუმცა, ქართველმა ხალხმა ყველაფერი გაიგო და ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის და პირიქით, ეს არის კანონი, რომელიც მტკიცედ იცავს ჩვენს სუვერენიტეტს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს", - განაცხადა პრემიერმა.

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ