03.11.2026 21:55
მხოლოდ პოლიტიკური მიზეზი აქვს იმ ორმაგ სტანდარტებს, რომლებსაც ვხედავთ და ვაკვირდებით. არ შეიძლება, მოლოტოვის კოქტეილის სროლა და პოლიციელის დაწვა იყოს საქართველოში კარგი და საფრანგეთში ცუდი, მე მგონი, ორივეგან ცუდია, ყოველ შემთხვევაში ორმაგი სტანდარტი არ უნდა არსებობდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.
მისივე თქმით, ევროპული ბიუროკრატია გამოირჩევა ორმაგი სტანდარტით და რაც არ მოსწონთ საფრანგეთში, იმაზე კამპანიას აწარმოებდნენ საქართველოში პირდაპირ ევროპული დაფინანსებით.
„ევროპული ბიუროკრატია გამოირჩევა ორმაგი სტანდარტით და რაც არ მოსწონთ საფრანგეთში, იმაზე კამპანიას აწარმოებდნენ საქართველოში პირდაპირ ევროპული დაფინანსებით, რასაც დაუპირისპირდა სხვათა შორის „გამჭვირვალობის კანონი". პირდაპირ ევროპული დაფინანსებით წარმოებდა კამპანია მოლოტოვის კოქტეილისა და პოლიციელის დაწვის სასარგებლოდ. ეს არის ზუსტად, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი, არ შეიძლება სახელმწიფო სუვერენიტეტის ასეთ დონეზე უგულებელყოფა. საჭიროა არა ორმაგი სტანდარტით მოქმედება, არამედ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ღირსების დაცვის პირობებში მოქმედება,"- აღნიშნა პრემიერმა.