04.11.2026 19:51
მკაფიოდ და ხმამაღლა გავიმეორებ, რაც უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ევროკავშირი არასდროს უჭერს მხარს ძალადობას, ვანდალიზმს, „მოლოტოვის კოქტეილების" სროლას საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, „არასდროს მომხდარა, არასდროს ხდება და არასდროს მოხდება ასეთი რამ".
„რაიმე ასეთის მტკიცება ან განცხადება, ეს არის უბრალოდ ევროკავშირის გაშავების მცდელობა, გაშავების კამპანიის მცდელობა. ეს აღმაშფოთებელი სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ვართ დღეს - საქართველოს გაწევრიანება ევროკაშირში დე ფაქტო გაჩერებულია, სწორედ ამ გაშავების კამპანიის ნაწილია.
მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს, ასევე ქართველ ჟურნალისტებს, თქვენ ყველას გაქვთ პასუხისმგებლობა, არ მიიღოთ მონაწილეობა ამ ანტიევროპულ რიტორიკაში", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.