პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა 06.11.2026 20:51

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ