ოთხშაბათი, 11 ნოემბერი, 2026
GE EN RU
მიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა 11.11.2026 15:12

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა.

 

ამასთან, რამდენიმე საათში საქართველოს პრეზიდენტი კონფერენციის მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს. გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილი კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ გლობალურ გამოწვევებზე, საქართველოს პრიორიტეტებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრებს

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ