ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
GE EN RU
თემურ შაშიაშვილი: "მეუფე იობის მიერ ითქვა ზუსტად და გულწრფელად.." 12.11.2026 12:30

მეუფე იობის მიერ ამბიონიდან წარმოთქმულ ქადაგებას პარტია „თეთრების" თავმჯდომარე, თემურ შაშიაშვილი ეხმიანება.

 

"მეუფე იობის მიერ ითქვა ზუსტად და გულწრფელად..ითქვა ისტორიული რუსის-ურბნისის ეპარქიაში...ითქვა ამბიონიდან...ითქვა ისე,როგორც ამას ყოველი მოაზროვნე ადამიანი ფიქრობს ჩვენში, როგორც ამას მეცნიერული ანალიზი ადასტურებს. სასულიერო პირისგან ამის თქმას დიდი გაბედულება უნდოდა! დიდება უფალს,რომ მთქმელი გამოჩნდა და გამოჩნდნენ მხარდარმჭერებიც"

 


თუმცა პოლიტიკოსის აზრით, მედროვენი,ფარისეველნი და ხელისუფლების პირისფარეშნიც გამოჩდნენ. რომელთა განცხადებებიც მან მართალ სიტყვაზე თავდასხმად შეაფასა.

 

შაშიაშვილს მიაჩნია, რომ    "ქვეყანაში ეროვნული გამოფხიზლების ჯანსაღი პროცესია დაწყებული რაც აუცილებლად გაძლიერდება. აქ მნიშვნელოვანია ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერების პოზიცია

 

 "კრიტიკა გონიერ ხელისუფლებას აფხიზლებს, აძლიერებს , სუსტს კი, აგონიაში აგდებს, ამძვინვარებს, შურისძიებით განაწყობს" თემურ შაშიაშვილის აზრით,   ეროვნული გამარჯვება დადგება,თუ ხელისუფლება მიიღებს გამოწვევას და წავა არა დაპირისირების გზით ,არამედ გახდება დიდი ეროვნული შერიგების ინიციატორი, როგორც განსაზღვრა ერის მამამ, ილია ჭავჭავაძემ  " ბედნიერად მორიგებისა ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად!" რაც ჰაერივით სჭირდება პარტიულ სამთავროებად დაყოფილ - დაქუცმაცებულ ჩვენ სამშობლოს!

 

დღეს გამოჩნდება, რანი ვართ, - ასკვნის "თეთრების" ლიდერი თავის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.


პარტია "თეთრების" პრეს-ცენტრი

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ