15.11.2026 21:34
“აბსოლუტურად ყველა ელჩი, რომელიც საქართველოში მოღვაწეობდა, პირად საუბრებში ამბობდა, რომ ის, რაც საქართველოში ხდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, იყო კატასტროფა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედის კვირასთან“ ისაუბრა.
„აბსოლუტურად ყველა ელჩი, რომელიც მოღვაწეობდა საქართველოში, პირად საუბრებში ამბობდა, რომ ის, რაც საქართველოში ხდება ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, ეს იყო კატასტროფა… და როცა მე ვეუბნებოდი: კი მაგრამ, რატომ არ აისახება ეს თქვენს საჯარო განცხადებებში? – ისინი ამბობდნენ, რომ ამაზე ლაპარაკი აქვთ აკრძალული“, – აღნიშნა სუბარმა.