სამშაბათი, 17 ნოემბერი, 2026
GE EN RU
თორნიკე ჭეიშვილი: მტკიცება, რომ "ლელოს" ორმხრივი სანქციების დაწესების პირობა არ დაუდია და მათივე ლიდერის განცხადება, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ სანქციების შემოსაღებად, მტკნარი სიცრუეა 17.11.2026 13:15

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ჭეიშვილი "ლელოს" წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც საკონსტიტუციო სასამართლო სხდომაზე აღნიშნეს, რომ ისინი რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესებას არ ითხოვდნენ.

ჭეიშვილი "ლელოს" წევრების განცხადებებს მტკნარ სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ დღეს ყველანაირი საშუალება არსებობს, რამდენიმე წუთში მოხდეს იმის გადამოწმება, რასაც ისინი ამტკიცებენ სასამართლოს წინაშე.

"რეალურად კადრები მეტყველებს თავის თავზე და ძალიან საინტერესო კონტრასტი შეიქმნა ერთი მხრივ, მტკიცებას სასამართლოს წინაშე იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არასდროს და არავითარი ორმხრივი სანქციების დაწესების პირობა არ დაუდიათ და მეორე მხრივ, მათივე პოლიტიკური გუნდის ლიდერის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ შესაბამისი ორმხრივი სანქციების შემოსაღებად. ესეც აღმოჩნდა რამდენიმე წუთიანი ტყუილი. ზოგადად მათ ავიწყდებათ, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და რეალურად დღეს უკვე არსებობს ყველანაირი საშუალება იმისა, რომ მართლაც რამდენიმე წუთიან მონაკვეთში მოხდეს გადამოწმება იმისა, რასაც ისინი ტირაჟირებენ, ამტკიცებენ სასამართლოს წინაშე, რამდენად შეესაბამება რეალობას და სწორედ ამგვარ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ყველამ ძალიან კარგად დაინახა ის, რომ ეს იყო უბრალოდ მტკნარი სიცრუე და სხვა არაფერი და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი ამას კადრულობენ. თავიანთი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მათ სხვა არაფერი დარჩენიათ, თუ არა ისევ და ისევ ის, რომ დეზინფორმაციაზე, სიცრუეზე ააგონ საკუთარი დაცვის სტრატეგია",- განაცხადა ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, 2023 წელს, "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას 9 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის პირველი პუნქტიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციის დაწესებას ითვალისწინებდა.​

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ