სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა: ორი წელია ვიბრძვით, ჯგუფურებზე ვინც ზის, ყველას ბოლომდე მიეყვანა სასჯელი 24.11.2026 10:30

 

ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურა ცეცხლაძის განცხადებით, ისინი ორი წელია იბრძვიან, რომ  ყველას ბოლომდე მიეყვანა სასჯელი, ვინც ჯგუფურებზე ზის.

ამით ის ეხმიანება აქციებზე დაკავებული იმ პირების გათავისუფლებას, რომლებიც გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე საპატიმრო დატოვეს. ცეცხლაძე ამბობს, რომ შეწყალების თხოვნის დაწერით ჯგუფის ყველა წევრს მდგომარეობა დაუმძიმდა.

,,დაწერა და გამოვიდა, ტყუის რომ არ დაუწერია და ამავდროულად ჩვენს შვილებს გადაწვდა, დაწერეთ და გამოდითო. ეს რა უბედურებაა. ჯგუფურზე იხდის სასჯელს, ჯგუფის წევრია ზვიადი და სხვები და ამ დროს ამბობ, რომ მძიმე დანაშაული ჩაიდინე და ინანიებ. ჩვენ ორი წელია ვიბრძვით, რომ ჯგუფურებზე ვინც ზის ყველას რომ ბოლომდე მიეყვანა სასჯელი. ამან რა ქნა, 11 დღე ჰქონდა დარჩენილი. დაუმძიმა მდგომარეობა ჯგუფის ყველა წევრს. თავი შეიკავე შეურაცხმყოფელი სიტყვებისგან და ზრდილობას მოუხმე"- წერს ზურა ცეცხლაძე.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ