25.11.2026 16:52
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციებს არაფერი საერთო არ აქვს არც რეალობასთან და არც სამართლიან ფაქტებთან.
ღუდუშაურის თქმით, ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი რეზოლუციის პროექტით არის მცდელობა, „კოჭი გაუგორონ ადამიანებს, რომლებიც დღესაც რადიკალიზმსა და ძალადობრივ ქმედებებზე ფიქრობენ".
„ეს არის მათთვის ერთგვარი მხარდაჭერის დაფიქსირება, ჩვენ არსად წავსულვართო. მათ კარგად იციან, რომ ამას არანაირი ფასი და არც შედეგი არ აქვს. იმ დროს, როდესაც რეზოლუციის პროექტის ავტორები განცხადებებს აკეთებენ, საქართველოში ადამიანები, რომლებიც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იყვნენ, ჩადენილ დანაშაულს ჰყვებიან, ინანიებენ და აღიარებენ. ამ ფონზე კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავს", - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.