29.11.2026 11:06
პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ იმ აქციებზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის პლაკატები გამოჩნდება, მისი გუნდი საპასუხო ბანერებით გამოვა. ამის შესახებ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, პოლიტიკური ცვლილებები ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებასთან ერთად სააკაშვილის პოლიტიკურ დაბრუნებას არ ნიშნავს. ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ავტორიტარული მმართველობის ნებისმიერი ფორმა უნდა დასრულდეს.
„აბსოლუტურად ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატებს ცხვირში შეგვთხრიან, აფრიალდება ბანერები სადაც ვიტყვით, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს და რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა. ესაა ჩვენი გზავნილი. ეს გვჭირდება გასამარჯვებლად. და დიახ, კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება. ანუ, გადაგასწრებთ ხმაურით და ხმაური იქნება იმაზე, რაზეც ჩვენ გვინდა და სწორი გვგონია. დიახ, საქართველო ივანიშვილის გარეშე არ ნიშნავს მიშას. ან გაიაზრებთ და თქვენს მაოხრებელ პოლიტიკურ ლეშს ცხვირებში არ შეგვთხრით, ანაც გზავნილი იქნება, რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა და ეს გზავნილი უფრო გახმაურდება თქვენივე დახმარებით. დაიმახსოვრეთ, თქვენი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყება“, – წერს ჩერგოლეიშვილი.