ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის გზაზე, საყდრის ხიდთან, გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო 19.07.2026 19:59

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე (საყდრის ხიდის მიმდებარედ) გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო.

 

ადგილზე მობილიზებული სპეციალური ტექნიკა და დამატებითი ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს.

 

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე, დღეს, მდინარის ადიდების შედეგად წყალი გადმოვიდა საავტომობილო გზაზე და უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ