არასრულწლოვანის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს უვადო პატიმრობა მიესაჯა 03.07.2026 19:03

არასრულწლოვანის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს უვადო პატიმრობა მიესაჯა -  ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს:

 

 "ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 6 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" და „ვ" ქვეპუნქტებით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი პირის მიმართ) წარედგინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" | წერს პროკურატურა 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ