სუს-ის მიერ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირი ბექა ჭულუხაძეა 10.07.2026 22:21

 

სუს-მა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველო-სომხეთის გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაზე, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავა.

„ქრონიკის" ინფორმაციით, სუს-ის მიერ დაკავებული ბექა ჭულუხაძეა.

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა. აღნიშნულის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ