პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე, რომ არა პროვოკაცია, ძალიან მშვიდობიანად ჩაივლიდა ყველაფერი 20.07.2026 23:06

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე, რომ არა პროვოკაცია, ძალიან მშვიდობიანად ჩაივლიდა ყველაფერი, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა, პაატა ბურჭულაძემ სააპელაციო სასამართლოში სხდომაზე განაცხადა.

 

„პაატა მანჯგალაძე არ ყოფილა არანაირი ორგანიზატორი. მე ვარ ბედნიერი, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ", - აღნიშნა სხდომაზე ბურჭულაძემ.

 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ