21.07.2026 16:36
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქისგან შეიძინა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში გაყინული საქონლის პროდუქცია, რომელსაც თბილისის ერთ-ერთ სამაცივრე საწყობში ინახავდა და ეტაპობრივად საკუთარ ხორცის მაღაზიაში გადაჰქონდა გაყიდვის მიზნით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებულის კუთვნილი მაღაზიიდან და სამაცივრე საწყობიდან დიდი ოდენობით ვადაგასული პროდუქცია ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ავტორ(ებ)ი :