გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს - შსს 06.08.2026 00:23

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ