10.08.2026 12:22
სახელმწიფო ღალატის და საბოტაჟის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. ამ წუთებში პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორი კობა ლიკლიკაძე.
ლიკლიკაძის განცხადებით, მას არ გაუგია, რომ ქართველებს ტყვეები დაეხვრიტათ. ლიკლიკაძის განცხადებით, გიორგი ბარამიძის განცხადების სიმძიმეზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაც მეტყველებს.
საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის განცხადებას, სადაც მან აფხაზეთის ომის დროს ქართველ მეომრებს ტყვეების დახვრეტაში დასდო ბრალი. საქმის გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულმა მოწმეებმა ბარამიძე სიცრუეში დაადანაშაულეს და განცხადებას მიზანმიმართული პროვოკაცია უწოდეს.
ავტორ(ებ)ი :