გიორგი მათიაშვილი – გიორგი ბარამიძემ ვიღაცის მიერ შეკვეთილი მოღალატეობრივი განცხადება გააკეთა 11.08.2026 14:05

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. დღეს პროკურატურაში გიორგი მათიაშვილი გამოიკითხება.

 

როგორც მათიაშვილმა გამოკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ბარამიძემ ვიღაცის მიერ შეკვეთილი მოღალატეობრივი განცხადება გააკეთა.

 

„სოხუმში საომარი მოქმედებების დროს ვიმყოფებოდი ომის დანაშაულების გამოძიების მიზნით პროკურატურიდან. სოხუმში ბრძოლების დროს ვიმყოფებოდით, ვიძიებდით რუსეთის ჯარის სხვადასხვა დანაშაულს წარმოებული ოპერაციების დროს. კერძოდ, 1992 წლის ივლისში, თუ არ ვცდები, ან აგვისტოს პერიოდში, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ მოხდა ჩამბას ქუჩაზე 500-კილოგრამიანი ბომბების ჩამოგდება. ბომბები კერძო დასახლებაში ჩამოვარდა, უდიდესი მსხვერპლი იყო. იყო, ასევე, ე.წ. გრადებით ყოველდღიური დაბომბვები და ვმონაწილეობდით ამ საგამოძიებო მოქმედებებში. ბევრი მებრძოლისაგან გამიგია, რომ თავად მკურნალობდნენ აფხაზებს და ჩრდილოკავკასიელებსაც, მკურნალობის შემდეგ კი გადასცემდნენ, არათუ ვინმეს დახვრეტა იყო. თბილისში ბევრი სოხუმელი ექიმია, ისინი ამბობენ, რომ ვმკურნალობდითო, გამოჯანმრთელებულებს გადავცემდით მეორე მხარესო. რას ჰქვია დახვრეტა?! თავზარდამცემი რამ განაცხადა ბარამიძემ, უცხოელიც კი ვერ იტყვის ასეთ რამეს. რა არ გაგვიგია, მაგრამ ასეთი რამე 21-ე საუკუნეში, არ ვიცი, რითი მოქმედებენ, ვინ რა დავალებას აძლევს, ვერ გეტყვით.

ადამიანს როგორ უნდა მოუვიდეს თავში ასეთი აზრი, განცვიფრებული ვარ. მტკიცებულებას უწოდებენ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას. „ქართული ოცნების" პირობებში, საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, ძლივს მიაღწიეს, ჩაეწერათ დოკუმენტებში, რომ ნამდვილად მოხდა რუსეთის დანაშაულებრივი შემოჭრა. ახლა ბარამიძე აცხადებს - არა, რუსები უფრო იცავდნენ კანონიერ ფარგლებს, უფრო „აზიზად" იქცეოდნენ და ჩვენ დანაშაული ჩავიდინეთო. არათუ ვეტერანები და საერთოდ საზოგადოება, ნორმალურად მოაზროვნე ნებისმიერი მოქალაქეა განცვიფრებული. მოსახლეობა დღემდე მეგობრობს აფხაზებთან, აქვთ შერეული ოჯახები თბილისში. ჩემს მეგობარს ჰყავს აფხაზი მეუღლე. სად ყოფილა ასეთი რამ?! ომის პირველ დღეებში, რამდენადაც ვიცი, როცა თავდაცვის პოზიციაში ხარ, ტყვეს ვერ აიყვან. ვინც თავდასხმის პირობებში იმყოფება, იმან შეიძლება, აიყვანოს და ჩვენ რა ტყვე უნდა აგვეყვანა ან ვინ უნდა დაგვეხვრიტა?! ბარამიძე რას გულისხმობდა, ყველამ ძალიან კარგად გაიგო და, რისთვისაც გულისხმობდა, გავიგეთ. ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა, ყველამ გაიგო, რასაც აზროვნებდა და, რაც თქვა", - განაცხადა გიორგი მათიაშვილმა.

 

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა: „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა". ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე 7 აგვისტოს გამოძიება დაიწყო.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ