01.09.2026 21:52
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს, სადაც სამართალდამცველები ჩხრეკას ატარებდნენ.
მანამდე პოლიციამ ბიზნესმენის მანქანაში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. შსს-ში განაცხადეს, რომ თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილის ჩხრეკა მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, თამაზ ელიზბარაშვილი სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვა შეურაცხმყოფელ ქმედებას გულისხმობს.
ავტორ(ებ)ი :