05.09.2026 21:18
ზურაბ [ლაზარე] ჯორბენაძე ხუმრობდა, სიმართლის მთქმელს ჩამოახრჩობენო. 99,9% -ით ვარ დარწმუნებილი, რომ მას თავი არ მოუკლავს - ბოლოს რომ შემხვდა, მას საპატრიარქოდან წარმოღებული ჰქონდა პატრიარქის სამედიცინო მონიტორინგის ვიდეო-აუდიო ჩანაწერი და იმის გაშუქებას აპირებდა და სამ დღეში მოკლეს კაცი,- ამის შესახებ გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის მეგობარმა, გიორგი ლილუაშვილმა ჟურნალისტებს დიღმის სამართველოში გამოკითხვის შემდეგ განუცხადა.
როგორც გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, ლაზარე ჯორბენაძეს არ ეტყობოდა, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
,,ოთხი დღით ადრე, გარდაცვალებამდე, მე ზურაბ [ლაზარე] ჯორბენაძეს შევხვდი, დავსახეთ გეგმები. აღდგომის შემგომ
უნდა შევხვედროდით და გაგვეგრძელებინა ურთიერთობა. მას არანაირი ფსიქიკური ან ფსიქოლოგოური პრობლემის მსგავსი არ ეტყობოდა, შესაბამისად, ზუსტად ეს წარმოშობს ეჭვს - სასულიერი პირი ლაზარეს შაბათს იხრჩობს თავს.
[რიჟვაძის] ახლო ნათესავი არის, მე რასაც მეუბნებოდა, დეიდაშვილი არისო. აჭარაში ჩვენ ზურა არაერთხელ გვყავდა კანდიდატად დაყენებული და მის მიმართაც გარკვეული მხილებები ჰქონდა, იქ ამხელდა. თვითონ წარმოშობოთ ხულოდან არის. ხულოს რაიონშიც ბევრ დანაშაულთან დაკავშირებით საუბრობდა ზურაბ ჯორბენაძე. ვიცნობ ზურაბ ჯორბენაძეს ძალიან კარგად. მისი ფსიქიკა და ფისქოლოგია არ იყო მოწყობილი ისე, რომ მას თავი მოეკლა.
ზურაბ [ლაზარე] ჯორბენაძე სასამართლო პროცესზე ამბობს, რომ ჩამომახრჩობენოო...მისი მხილებები მოსამართლეების, პროკურორების და ა.შ. სიმართლის თქმა განაპირობებდა, რომ ის ხუმრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ სიმართლის მთქმელს ჩამოახრჩობენო. 99,9% -ით ვარ დარწმუნებილი, რომ ზურაბ (ლაზარე) ჯორბენაძეს თავი არ მოუკლავს. ის იყო სასულიერო პირი. თქვენ არ სვამთ შეკითხვებს, თუ რას ფიქრობს საპატრიარქო. როგორ არ მაქვს საპატრიარქოსთან შეკითხვა? იმიტომ, რომ ზურაბ ჯორბენაძე ბოლოს რომ შემხვდა, მას ჰქონდა საპატრიარქოდან წარმოღებული პატრიარქის სამედიცინო მონიტორინგის ვიდეო-აუდიო ჩანაწერი და იმის გაშუქებას აპირებდა და სამ დღეში მოკლეს კაცი",- განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :