ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
GE EN RU
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა "თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ მიერ სავარაუდოდ გრანტის მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტის შესწავლა დაიწყო 21.09.2026 16:40

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში დაწყებულია მონიტორინგი ა(ა)იპ „კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის" მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე.

 

ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ.

 

მათივე განცხადებით, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და მათ შორის „გრანტების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის" ხელმძღვანელის, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით და ევროსაბჭოს დაფინანსებით, გაიმართა საგანმანათლებლო სემინარი, რომელსაც პაველ ჰერჩინსკიც ესწრებოდა". არსებული ინფორმაციით, გრანტების კანონის შესაბამისად ამ საკითხზე მთავრობისთვის არ მიუმართავთ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ