ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს 07.10.2026 09:12

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა და მისი მეუღლე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. 

 

ინფორმაცია  პროკურატურაში  ადასტურებენ.

 

პროკურატურის ინფორმაციით, ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს:

 

სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა;

260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით - ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის მიზნით უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაცია;

260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა;

261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა.

ბრალდება სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია ნოდარ ჩაჩუას მეუღლეც, რომელიც ასევე ყოფილი ჟურნალისტია.

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ