კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ რეზო კიკნაძისთვის სატელეფონო ზარების შეზღუდვას უარყოფს 11.10.2026 16:37

 

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ რეზო  კიკნაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრულ სიცრუეს უწოდებს.

პრაიმტაიმის კითხვაზე სამსახური განმარტავს, რომ მსჯავრდებულს სატელეფონო კომუნიკაციაზე არანაირი შეზღუდვა არ აქვს და დაუბრკოლებლად შეუძლია სატელეფონო ზარების განხორციელება ნებისმიერ ნომერზე. უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ მსჯავრდებულს შეუძლია გამოითხოვოს და გაასაჯაროოს მისი სატელეფონო საუბრების ამონაწერი, საიდანაც ნათლად გამოჩნდება, როდის აქვს ბოლოს სატელეფონო ზარი განხორციელებული.

ინფორმაციისთვის, N 8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა რეზო კიკნაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას სატელეფონო ზარების განხორციელება შეუზღუდეს.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ